დედაენის ზეიმი
შემოდის წითელქუდა(მღერის წითელქუდას
სიმღერას), მოსდევს მგელი
-მოიცადე , წითელქუდა
- არ მცალია, მგელო, პირველ კლასელები
თურმე დედაენის ზეიმს მართავენ.მეც იქ უნდა მივიდე.
- დედაენის
ზეიმი? ხომ არ მატყუებ,
ჩემი ხომ არ გეშინია?
ბებოსთან მიდიხარ? გაგაცილებ...
- გმადლობ, მგელო, ჩემი ბებო უკვე გამოჯამრთელდა, დამირეკა, მეც
იქ ვიქნები ზეიმზეო.
- შენც? კარგი,
კარგი, ჩქარა, მგელო, ჩქარა (ბავშვებს ეშინიათ)
- ნუ შეშინდით,
მგელი უკვე ჩვენი მეგობარია. ასეთ დღეს განა მტრობა შეიძლება.
- ჰო, ასეა, ჩვენ უკვე მეგობრები
ვართ.
- კარგი, კარგი,
თქვენც შემოგვიერთდით და ყველამ
ერთად ვიზეიმოთ ეს ლამაზი დღე
- პატივი მივაგოთ
და თაყვანი ვცეთ ჩვენს უძველეს,
უმდიდრეს და ულამაზეს ენას,
ქართულ ანბანს, ჩვენს უკვდავ წიგნს
- ,,დედაენას“
სიმღერა: აქ ჩიტუნა
ხატია და
აქ ხატია ია,
ძლიერ კარგი წიგნია და
,,დედაენა“ ჰქვია.
მისამღერი: სურათები ვსინჯე,
დიდხანს ,ძლიერ
დიდხანს,
უკვე კითხვა
ვისწავლეთ და
თავად წავიკითხავთ
ცოტას რომ წამოვიზრდებით
ბევრსაც წავიკითხავთ,
მთელი ქვეყნის
ამბავი
წიგნმა უნდა გვითხრას.
მისამღერი:
-ერთი წელი გავიდა მას შემდეგ,
როცა პირველად შემოვაღეთ
სკოლის კარები და
ფრთაკრიალა მერხებს
მივუსხედით.
-ახლა გაზაფხულია , მიიწურა სასწ. წელი და
საზაფხულო არდადეგები იწყება.
- ბევრი რამ შევისწავლეთ და გავიგეთ მასწავლებლის
დახმარებით და ახლა ვიცით,
რომ
- ენა , რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მშობლიური
ქართულია.
- რომ დედამიწაზე
მრავალი ხალხი ცხოვრობს, ენაც მრავალია. ეს
ენებია:
- ქართული, სომხური, რუსული, ინგლისური ფრანგული,
გერმანული, ბერძნული, ებრაული და სხვა.
- ქართული ჩვენი
მშობლიური ენაა.
- აპრილს უყვარს
ია ლურჯი,
მაისს-
წვიმა ანკარა,
კლდეს
- მდინარის შეძახილი,
ჯეჯილს -
წყარო ანკარა.
ჭალას- სტვენა ბულბულისა
ტყის შრიალში
ჩართული,
მე ყველაფერს
მირჩევნია
ჩემი ტკბილი
ქართული.
-მშობლიურ ენას სხვანაირად დედაენა
ჰქვია.
- დედაენა გმირობის
და ვაჟკაცობის დიდი ენა,
ხან ჩუხჩუხი მთის ნაკადის,
ხან ბულბულის ნაზი სტვენა.
-საქართველოს მთებში
გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ.
-შვილი პირველად
ყველაფერს დედას ეკითხება,
დედაც ალერსით უხსნის:
- შემოგევლოს დედა, მიწაა ეს, შვილო!
- შემოგევლოს დედა,
ბუდეა ეს, შვილო!
- შემოგევლოს დედა,
ქალაქია ეს , შვილო!
- და ასე იბადებოდა ეს მშვენიერი სიტყვები:
- დედამიწა, დედაბუნება,
დედასამშობლო, დედაქალაქი, დედაბოძი, დედაეკლესია,
დედაშვილობა, დედისერთა....
- დედაენა (ერთად-ზემოთ სწევენ
,,დედაენას“)
- ეს წიგნი ერის ბურჯია,
ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ,
ერის მეც ვზიდო ჭაპანი.
მოფრინდა შავი მერცხალი,
ჭიკჭკით , ყელმოღერებით
და წიგნში
როგორც ბუდეში,
ჩაფრინდა იის ღერები
-აი ია, აი, შენი
,,დედაენა“
აკვნიდანვე რომ გვაჩუქა მზე და რწმენა,
აი ია - საოცრების დასაწყისი,
საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი.
სიმღერა: ,,ია“ (რა ყვავილს
ვგავარ თუ იცით......)
-დედაენა
ერთია, დედაენა ღმერთია,
დედასავით ტკბილია, დედასავით თბილია,
დედაენის შვილია- რუსთაველი, ილია,
ტატო , გალაქტიონი მისი გამოზრდილია.
დედაენის წყალობით
ცოდნის გზა გახსნილია,
დედაენა მშობელი- დედასავით ტკბილია.
-,,დედაენას“ ისწავლი- ენა
დაგიშაქრდება,
თურმე ცოდნის
ლამპარი არასოდეს ჩაქრება.
-,,დედაენა“
-სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა
წყარო,
აი ია, აი
თითი, აი მთელი სამყარო!
-ჩვენი წიგნი, ჩვენი
დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.
-(ერთად) იდიდე,წიგნო, იდიდე,
ქართული სიტყვის
ლაზათო,
ღმერთი თუ არა
ღმერთკაცი
იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.
ცეკვა- ,,ნარნარი“
-ბავშვებო, ბავშვებო, მოდით ბიჭები და გოგონები
ერთმანეთს შევეჯიბროთ საუკეთესო
ლექსების თქმაში, ცეკვაში, სიმღერასა
და გამოცანებში.
- ჭამაშიც?
- შენ სულ რა ჭამა გელანდება
- მაშ , დავიწყოთ გამოცანებით (იყოფიან ორ ჯგუფად:
ბიჭები და გოგონები)
- ჩვენ ვიწყებთ
- კარგი, კარგი თქვენ დაიწყეთ,
გოგონები ხართ და დაგითმობთ,
იმიტომ რომ ჩვენ ჯენტმენები ვართ.
- ეს ფრინველი
თავის სახელს ხიდან თვითონ ჩამოგძახებს
(გუგული)
- ტყავი ფასობს
ხორცი არა, ქათმებს დასდევს
წარამარა (მელია)
- პირზე ხორთუმი, კუდზე მარაო, გაფხორილია წარა- მარაო (ინდაური)
- დახტის ალთა- ბალთას, მუცელზე აქვს ჩანთა (კენგურუ)
- ახლა ცეკვა გავაჩაღოთ
ცეკვა - ,,ოსური“
-ახლა ლექსებში
შევეჯიბროთ
- მაღლა მთაზე
,,ქართლის დედა“
ნათლის სვეტად
აღმართულა,
მიყვარს ჩემი საქართველო,
საქართველო თვალხატულა.
ღრუბლის ქულა, ბამბის
ქულა
მზის სხივებით
გაფანტულა,
ლექსები და სიმღერები
მოსჩქეფს ათას ნაკადულად.
-გვიყვარს როგორც
იავნანა, როგორც ტკბილი ზღაპარი,
საქართველოს ცა და
მიწა, საქართველოს მთა-ბარი.
იგი ქვეყნის
თვალი არის, ზურმუხტ- ლალი ჰფენია,
ალაგ - წითელ,
ალაგ -ყვითელ, ალაგ- ალისფერია.
-ჩემი სამშობლო
მაღალია, სხვისია ვრცელი!
უფალთან ახლოს ამიტომაც უფროა ჩემი.
-ქართული - მარტო ენაა? ქართული
- ქართველთ რწმენაა,
ღმერთია, ბედისწერაა, ზღვა როა,
იმოდენაა.
-ენა ქართული
დედაა ჩვენი.
- ენა ქართული
ძალაა ჩვენი,
- ენა ქართული-
სისხლი და ხორცი ქართველი
კაცის,
- ენა ქართული-
შემონახული ცეცხლით და შანთით.
- ენა ქართული- მოვლენილი
მადლი ზეცისა.
- ენა ქართული-
საამო და საგალობელი
- ბავშვებო, ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ
- იმიტომ , რომ
ჩვენ ასე
შევიყვარეთ ერთმანეთი
- იმიტომ, რომ
ჩვენ შევიყვარეთ ,,დედაენა“
- იმიტომ, რომ ჩვენ ქართველები
ვართ
- იმიტომ , რომ უფალი
ჩვენთანაა
- სადაც ჩვენა ვართ ბავშვები, ყველგან
ლხინი და რთველია,
ქვეყნად რაც კარგი არსებობს, ჩვენია, მხოლოდ ჩვენია. (ერთად)
ცისარტყელებმა შვიდფერად
რომ მოგვიქარგეს მთა-ბარი,
ყველა ლამაზი
სიმღერა, ყველა ლამაზი ზღაპარი.
ცხრათვალა მზისა და
მთვარის ნათელი რასაც
ჰფენია,
მაგ თვალთა
შუქით გამთბარი ჩვენია,
მხოლოდ ჩვენია (ერთად)
Комментариев нет:
Отправить комментарий