суббота, 20 октября 2012 г.

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  საარსებო გარემო



პროექტის მთავარი იდეა:  ყველა ორგანიზმი თავის შესაფერის გარემოში ცხოვრობს

პროექტის მნიშვნელობა/ აქტუალობა:
·       შეისწავლონ ინფორმაციის მოძიების გზები,  რომელიც მიღებული ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
·       ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარ- ჩვევები.
·       გაეცნობიან და გაიგებენ ორგანიზმების დამოკიდებულებას საარსებო გარემოსადმი.

მიზნები და შედეგები:
·       ორგანიზმების საარსებო გარემოს გაცნობა.
·       სხვადასხვა საარსებო გარემოში(წყალი, ჰაერი, ხმელეთი) მობინადრე ცოცხალი ობიექტების ამოცნობა და დახასიათება.
·       კვლევითი, თანამშრომლობითი, ინფორმაციის მოპოვების უნარ- ჩვევების განვითარება.
·       აღნიშნული თემის დამუშავება ისტ-ის  გამოყენებით.

მოსწავლეთა ასაკი:  8-9 წლის

ვადები/ხანგრძლივობა: 8 დღე

 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას. ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობის, კვლევა-ძიების უნარები. ჩამოუყალიბდებათ მზრუნველი დამოკიდებულება ორგანიზმების მიმართ, იზრუნებენ მათი საარსებო გარემოს შექმნაზე (გააკეთებენ ბუდეებს).

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბიბლიოთეკა,  სახელმძღვანელო, სხვადასხვა მასალა ბუდის  დასამზადებლად.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. თემის შერჩევა (1 დღე)
ასახელებენ აქტუალურ პრობლემებს და მასწავლებლის დახმარებით ირჩევენ მათთვის საინტერესო თემას- ,,საარსებო გარემო“. მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ  პროექტის მიზნებს, ამოცანებს.

აქტივობა 2. ინფორმაციის მოძიება (3 დღე)
კლასი იყოფა სამ ჯგუფად (მიზნობრივი გადანაწილება მასწავლებლის მიერ)
მასწავლებელი აძლევს მითითებას თითოეულ ჯგუფს- მოიძიოს მასალები ბიბლიოთეკაში, ინტერნეტით.
გადანაწილდება მოვალეობები:
I ჯგუფს დაევალა მოიძიოს ინფორმაცია ფრინველების საარსებო პირობების შესახებ.



II  ჯგუფმა უნდა მოიძიოს ინფორმაცია ცხოველების საარსებო გარემოზე.



III ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია წყალში მობინადრე ორგანიზმების შესახებ.



აქტივობა 3.პრაქტიკული სამუშაო (3 დღე)
ჯგუფებს ეძლევათ დავალება (სახლში) -სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადონ ბუდე (უფროსების დახმარებით)
სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფებს ეძლევათ დავალება- მოახდინონ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია,  წარუდგინონ კლასს თავიანთი ნამუშევრები და გამოთქვან მოსაზრებები. გაიმართება დისკუსია.

გაკეთდება დასკვნა: ორგანიზმები თავის შესაფერის გარემოში ცხოვრობენ.

  • დამზადებულ ბუდეებს გავიტანთ  სკოლის ეზოში და დავამაგრებთ ბუჩქებზე ან დაბალ ხეებზე (უმჯობესია კოლეგის ან მშობლის დახმარება).


  •  მოკლედ შეჯამდება პროექტი და მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დააკვირდნენ ბუდეებს წლის განმავლობაში- ,,გახდება თუ არა თქვენი ნაკეთობა რომელიმე ფრინველის თავშესაფარი“


აქტივობა 3. სლაიდ-შოუს შექმნა (1 დღე)
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება, ისტ-ი

პროექტის ხელმძღვანელი: ოლია სვანიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: oliko.svanidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий