понедельник, 6 июля 2015 г.

ა ნ ბ ა ნ ი ს შ ე მ ო ბ რ ძ ა ნ ე ბ ა







ა  ნ   ბ   ა   ნ   ი  ს
შ  ე  მ  ო  ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ  ა


( ი   და   ა   ასო- ბგერების   გაცნობა )
საზეიმო (ღია ) გაკვეთილი

გაკვეთილის    სცენარი








გაკვეთილის  გეგმა :    და   ასო-ბგერები
საგანი/ პედაგოგი - ქართული ენა / ოლია სვანიძე
სწავლების საფეხური -დაწყებითი / I კლასი
მოსწავლის პროფილი - 3 მოსწავლე. არცერთი არ საჭიროებს განსაკუთრებულ
                                            მიდგომას.
გაკვეთილის მნიშვ.და აქტუალობა- მოსწავლე იწყებს ანბანის გაცნობას, წერა-
                                           კითხვის შესწავლას. აანალიზებს  წერა-კითხვის შესწავ-
                                           ლის საგანმანათლებო  მნიშვნელობას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები:
                                           -საზეიმო განწყობის შექმნა, რათა ეს გაკვეთილი განსაკუთ-
                                            რებით დასამახსოვრებელი იყოს ბავშვებისათვის.
                                           - და ასოების გაცნობა , მათი კითხვა და წერა.
                                           -მეტყველების განვითარება , ლექსიკური მარაგის გამდიდ-
                                           რება
                                           -აზროვნების განვითარება
                                           -გრაფიკული ჩვევების ფორმირება
წინარე   ცოდნა -   ბავშვებმა იციან,  რომ  ,,დედაენა“ შეადგინა  იაკობ გოგებაშვილმა;
                                 იციან ლექსები იაკობზე, ,,დედაენაზე“
გამოყენებული სასწ.მასალა და ტექნიკური რესურსები:
                                           სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი, კომპიუტერი,
                                           პროექტორი, ბუკები, ხელოვნური იები, ანბანის მატარებელი
შეფასების საგანი და პროცედურები- კომენტარები, დაკვირვება




გაკვეთილის   სცენარი

       დაახლოებით ერთი თვის წინ, თქვენ პირველად შემოდგით ფეხი ამ სკოლაში-ცოდნის ტაძარში, სადაც უნდა ეზიაროთ ტკბილქართულს, უნდა გაეცნოთ და დაუმეგობრდეთ ულამაზეს, დახვეწილ ქართულ ანბანს, შეიყვაროთ წიგნები, მერე კი მთის კამკამა წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნის, გაჰყვება ნაკადულს, შეუერთდება მდინარეებს და გავა სიბრძნის დაულეველ ზღვაში.
        ბავშვებო, როგორც კი ფეხი შემოდგით თქვენ სკოლაში, პირველი ლექსი ჩვენ სამშობლოზე ,საქართველოზე ვისწავლეთ. ვის ახსოვს ეს ლექსი?
          -სულ იხარე, იდღგრძელე,
           გულნათელო, გზანათელო,
           ჩვენო ტკბილო, დიდო დედავ,
           საყვარელო საქართველო.
           საქართველოზე ჩვენ კიდევ ვისწავლეთ ლექსები.აბა, გავიხსენოთ:~
           -ამ სიყვარულს რომ არ უჩანს ბოლო,
           სად გაგონილა გრძნობა ამხელა,
           იქნებ იმისთვის მიყვარხარ მხოლოდ,
           რომ საქართველო გქვია სახელად.

          -გვიყვარს როგორც იავნანა,
          როგორც ტკბილი ზრაპარი,
          საქართველოს ცა და მიწა,
           საქართველოს მთა-ბარი.
                   იგი ქვეყნის თვალი არის,
                   ზურმუხტ-ლალი ჰფენია,
                   ალაგ -წითელ, ალაგ-ყვითელ,
                   ალაგ ალისფერია.
            -ერთი ციდა ხარ, ჩემო მამულო,
            ამ გულში მართლაც რომ დამეტევი,
            ბედნიერი ვარ, ბედმა მარგუნა,
            შვილი ვარ შენი ბაღი ედემის.
            მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ბავშვებს, ამ პატარა ქართველებს მართლაც გულით უყვართ სამშობლო.ხომ ასეა, ბავშვებო? გიყვართ თქვენი სამშობლო? რადგან ასე ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მაშ, მოდით მოვისმინოთ და გავაანალიზოთ ასეთი წინადადება:
             მე მიყვარს ჩემი სამშობლო.
             - რამდენი სიტყვაა?
             - რომელია I-?; II-?;  III-?; IV-?
            რადგან ჯერ წერა-კითხვა არა ვიცით , მოდით,  ეს წინადადება დაფაზე გამოვსახოთ გრაფიკულად,უჯრების დახმარებით
                                    .
             - რა დავწერეთ წინადადების ბოლოს?
             - რას აღნიშნავს წერტილი?
             - რას აღნიშნავს თითოეული ,,უჯრა“?
             ეხლა დავმარცვლოთ სიტყვა -სამშობლო (ტაშით)
             - რამდენი მარცვალია?
             - რომელია I-?; II-?; III-?
             მოდით, დამარცვლით გამოვსახოთ იგი დაფაზე.
                                 
             -რას აღნიშნავს  თითოული ,,უჯრა“?
             - დავმარცვლოთ
             - რამდენი მარცვალია?
             - რომელია I-?; II-?;
              - დამარცვლით გამოვსახოთ იგი დაფაზე.
           - დავმარცვლოთ სიტყვა - მე.
           - რამდენი მარცვალია?
           - რატომ? (იმიტომ,რომ 1 ხმოვანია)
           - რომელია ხმოვანი?
           - რამდენი ხმოვანია ქართულში?  დავასახელოთ ხმოვნები
           რადგან ჯერ წერა-კითხვა არ ვიცით წინადადებას, სიტყვას, ბგერას გამოვსახავთ უჯრების დახმარებით, მაგრამ დროა შევისწავლოთ წერა-კითხვა.წერა-კითხვას კი ამ წიგნის,  ,,დედაენის“ საშუალებით შევისწავლით.
          ,,დედაენა“ უძვირფასესი წიგნია მთელ წიგნთა ყვავილეთში. ,,დედაენა“ ბუნების გამოღვიძების მახარობელია.დაუკვირდით სახელწოდებას-,,დედაენა“-ქართველმა კაცმა იგი ყველაზე ლამაზ, ძვირფას, საყვარელ  ადამიანთან, დედასთან, გააიგივა, იმიტომ,რომ ,,დედაენა“ ისეთივე საყვარელი და ახლობელია ყველა ქართველისათვის,როგორც დედა. იცით, ბავშვებო, ქართველებმა ამ წიგნს ძეგლი დაუდგეს.დიახ, ძეგლი. ჩვენ ვიცით, რომ ძეგლს უდგამენ გამოჩენილ ადამიანებს, მწერლებს, პოეტებს, თეატრისა და კინოს  გამორჩეულ მსახიობებს, მეცნიერებს და საზოგადო მოღვაწეებს, მაგრამ ქართველმა ხალხმა ძეგლი წიგნს-,,დედაენას“ დაუდგეს. ეს ერთადერთი განუმეორებელი  შემთხვევაა მთელ მსოფლიოში.ეს მხოლოდ საქართველოში მოხდა! ეს მხოლოდ ქართველებმა მოიფიქრეს, ეს ქართული  ,,დედაენის“ უკდავყოფაა.  ამ უკვდავ წიგნზე უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. უამრავი ლამაზი ლექსი მიუძღვნეს ჩვენმა შესანიშნავმა პიეტებმა. ზოგიერთი მათგანი ჩვენც შევისწავლეთ.აბა, ვინ გაიხსენებს?
           -,,დედაენა“ სიბრძნის წიგნი,             - ,,დედაენას“  ისწავლი,
            მოჩუხჩუხე ცხრა წყარო,                     ენა  დაგიშაქრდება,
            აი ია, აი თითი,                                    თურმე  ცოდნის ლამპარი
             აი, მთელი სამყარო.                           არასოდეს  ჩაქრება.
            
             -,,დედაენა“ ერთია,                          ,,დედაენის“  შვილია
             ,,დედაენა“ ღმერთია,                       რუსთაველი, ილია,
             დედასავით თბილია,                      ტატო, გალაქტიონი
              დედასავით  ტკბილია.                   მისი  გამოზრდილია.
                  ,,დედაენის“  წყალობით            - ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
                   ცოდნის გზა  გახსნილია,           ჩვენი ენა ქართული,
                   ,,დედაენა“  მშობელი                  ოქროსხმიან  სიმებად
                   დედასავით  ტკბილია.              გულში  ამოხლართული.
                   როდესაც  ჩვენ  პირველად  გავეცანით  ჩვენს  სახელმძღვანელოს , როდესაც  პირველად  ვათვალიერებდით  ,,დედაენას“, მაშინ ვთქვით, რომ ,,დედაენა“ შეადგინა- ვინ?  დამეხმარეთ
                     -ვინ იცის  ლექსი   იაკობზე?
                      -იაკობმა  კარგმა  ძიამ                 ამირანის   ცეცხლი  ასდის
                       გვისახსოვრა  ,,დედაენა“,          შენი  დედაენის  კოცონს,
                       პატარების  ჟრიამული               საქართველოს  ბრძენო  ძიავ,           
                        იყო მისი  შვება, ლხენა.            მინდა  შუბლი  დაგიკოცნო.
                        ბავშვებო, ჩვენ დღეს გვაქვს  ზეიმი, დღეს  ჩვენ  ვიწყებთ  წერა-კითხვის  შესწავლას.  დღეს  პირველად  მობრძანდება  ჩვენთან ქართული ანბანი.  ეს  ყველას  ძალიან  გვიხარია.ეს  სიხარული  რომ  გამოგვეხატა ჩვენ ერთი ძალიან  ლამაზი და კარგი  სიმღერა  ვისწავლეთ.
                      დღეს  ჩვენთან ისე ლამაზი         დღეს  ჩვენთან  უძვირფასესი
                       ნანატრი დღე  თენდებაო,           სტუმრის მოსვლის დღე დგებაო, 
                       მზეც ამოსულა  საჭვრეტად,       გზად  ია-ვარდი დაჰფინეთ,
                       ფეხის წვერებზე დგებაო.            ანბანი  მობრძანდებაო.
                        ბავშვებო, ჩვენ ბევრი  რამ  ვისწავლეთ, მაგრამ ეს არის  წვეთი ზღვაში, ჩვენ უამრავი რამ დაგვჩა  სასწავლი, მოდით,ერთად  ვუთხრათ  სტუმრებს  რას  ვპირდებით  (ერთად)
                        ლაღად  ვივლით   ცოდნის  გზაზე,
                        მერე  ცამდეც  შევძლებთ  ფრენას,
                        წინ-წინ  ლამპრად  წაგვიძღვება
                        მშობლიური   ,,დედაენა“
                        ახლა კი ყველამ  ერთად  გავიხაროთ  და გზა  დავულოცოთ  ქართულ  ანბანს
                         -ჩვენი  გული  გელოდა,
                         სიხარულის  მჩენი,
                         იყოს   ფეხბედნიერი
                         მობრძანება   შენი.
                         (  კედელზე  გაკრულია  სურათი  -ია, დედა, ბავშვები )
                         -შევხედოთ  სურათს,რა ხატია  სურათზე- ია.  -როგორი  ყვავილია ია?
                         -ნაზი, სურნელოვანი, ლურჯთვალება, ლამაზი, გაზაფხულის მახარობელი, მინდვრის  ყვავილი
                          (პროექტორის  საშუალებით  ვუჩვენებ  იის  სურათებს. ვესაუბრები მათი  ნაირსახეობის  შესახებ- იისფერი, ჭრელი, თეთრი,  სამფერა....500-მდე  სახეობა)
                          იას  სამკურნალო თვისებებიც  აქვს.  წინათ, ბავშვებს  იისა  და  ვარდის  კონებით  სავსე ოთახში  აძინებდნენ.
                         ჩვენ  სიმღერაც  შევისწავლეთ  იაზე. მოდით, ვუმღეროთ  სტუმრებს.
                       რა ყვავილს ვგავარ თუ იცით?     ბაღში ვარ, ხელით მატარებს 
                       კარგად  შემხედეთ,  აბა ,               ჩვენი მებაღე  ძია,
                        ცისფერი  ქუდი  მახურავს,        თავზე  პეპელა  მაზის  და...
                        მაცვია  ლურჯი  კაბა.                  იცით? მე ია  მქვია.                  
                       დააკვირდით   მეორე   სურათს. -  ვის  ვხედავთ  სურათზე?  დავარქვათ  ბავშვებს  სახელები. - სად  არიან  ისინი?  რას  აკეთებენ? -როგორ  ფიქრობთ, წელიწადის  რომელი  დროა აქ დახატული? - რატომ  ფიქრობთ ასე? - მეორე  სურათზე  რას  ხედავთ? - ვის  მიუტანეს  ბავშვებმა დაკრეფილი იები?  - როგორი  სახე აქვს  დედას?  - როგორ ფიქრობთ რას ეუბნებიან ბავშვები  დედას?
                      მოდით, ამ სურათის მიხედვით  შევადგინოთ ოთხსიტყვიანი წინადადება,მასში  აუცილებლად  უნდა იყოს  სიტყვა-  ია.
                      ბავშვებმა  დედას  ია  მიართვეს.
                      -   სიტყვიანია?  რომელია  I სიტყვა?    II-?       III-?     IV-?
                      ეს  წინადადება  გამოვსახოთ  დაფაზე  გრაფიკულად   უჯრების  დახმარებით.                                                             .
                       გავიმეოროთ  სიტყვა  ია ( წარმოვთქვამთ  დამარცვლით  ი-ა
                  -რამდენი  ბგერა  გესმით?  რომელია   I  ბგერა?  II-?, როგორი  ბგერებია  ისინი  ხმოვანი  თუ  თანხმოვანი?
                   -გამოვსახოთ  ეს  სიტყვა  დაფაზე. კვადრატები  უნდა გამოვიყენოთ თუ  წრეები? რამდენი   წრე  დაგვჭირდება? პირველი  წრე  რომელ  ასო-ბგერას აღნიშნავს?  მეორე? დავმარცლოთ ი-ა. რამდენი  მარცვალია?  რატომ?
                   მოვიფიქროთ  სიტყვები, რომლებიც: ა) ი/ა ასო-ბგერით იწყება; ბ) ი/ა ასო -ბგერით მთავრდება, რომლებიც ,,ია“-თი იწყება (იამზე, იასამანი, იადონი...)
                  ჩვენ  გადავწყვიტეთ  შევისწავლოთ  წერა-კითხვა, ამიტომ  უჯრები  აღარ  გვჭირდება (ვშლით).მოდით, ახლა გავიცნოთ  ეს ასო- ბგერები. (მოძრავი ანბანიდან ვაჩვენებთ ი  და ა  ასოებს, ბავშვები  თავადაც  მოძებნიან  ასოებს  და აჩვენებენ ერთმანეთს. ადგენენ  სიტყვას  ,,ია“. აანალიზებენ  რამდენი  ასოა,  რამდენი  მარცვალი. საკუთარ  კომპიუტერში  მოძებნიან ი  და ა  ასო-ბგერებს,დააკვირდებიან  მათ  მოხაზულობას,  ამოიცნობენ  და გააფერადებენ  ი  და ა ასო-ბგერებს,  შეადგენენ  სიტყვებს: ია, აი.  წინადადებას- აი  ია.
                   -ია-  აი,ამ  სიტყვით  ვიწყებთ  ჩვენ  წერა-კითხვის  შესწავლას.ეს  ლამაზი, ნაზი, სურნელოვანი  ყვავილი გაგვიძღვება ანბანის  სამყაროში,ის  იქნება  ჩვენი  მეგზური.
                   ( გამზადებული  გვაქვს   ანბანის  მატარებელი)
                    ეს  არის ანბანის  მატარებელი, რომელიც მიემგზავრება  იმ  ქვეყანაში,
რომელსაც  ცოდნა ჰქვია.მატარებელს  ყველა  ფანჯარა  დაკეტილი  აქვს.  ჩვენ , მე და თქვენ, ამ მატარებლის გამცილებლები  ვართ.ჩვენ  ასო-ბგერებს  ადგილები  უნდა  მივუჩინოთ.აქ  ყველა  ასოს  თავისი  ადგილი  აქვს, უნდა  დავიმახსოვროთ, რომ ასოებს  ,,ეკრძალებათ“ მატარებელზე დაგვიანება,სხვისი  ადგილის  დაკავება. როცა  ყველა ფანჯარა  გაიღება, ანუ  ყოველი ასო  თავის  ადგილს დაიკავებს, თქვენ  უკვე  კითხვა  გეცოდინებათ.
                       ახლა  კი, მატარებლის  გამცილებლებო, ყველამ  ერთად  მივუჩინოთ  ასოებს  ადგილები....
.


                  
           


                 
                  
                           



Комментариев нет:

Отправить комментарий