ს ა ა ხ ა ლ წ ლ ო ზ ე ი მ ი
I კლასი
დამრიგებელი: ო. სვანიძე
( ირგვლივ იფრქვევა
თოვლის ფანტელები)
სიმღერით შემოდის
თეკლა ( ფიფქი)
მოფრინავს ციდან თეთრი,
ათასი განა ერთი,
მოფრინავს ციდან თეთრი
ფიფქები,
ფიფქები....
მისამღ: ფიფქები ცვივა
და
ფიფქები მღერიან,
გამოდით, გამოდით
ახალი წელია!
ფიფქი- მე ფიფქი ვარ
თოვლის ფიფქი
პატარა,
ქარმა ხევ-ხევ,
მინდორ- მინდორ მატარა,
მოვფრინავდი, თქვენსკენ
მოვიჩქაროდი,
პატარებო, საგუნდაოდ გამოდით!
მოველ თქვენი
სიყვარულით გამთბარი
თეთრი ფიფქით
მოგიქარგო მთა-ბარი.
გიო- თოვლი მოსულა,
თოვლი!
თოკო- შენი გულისა, შენი!
გიო-
რა კარგია, თოვლი
მოსულა, თოვლი მოსულა!
თეკლა- მტკაველი რაა, ერთი მტკაველი
მტკაველიც არსად
დაუტოვია,
დაუთოვია ირგვლივ
მთა-ველი,
მთლად საქართველო
დაუთოვია.
გიო - თოვს ხვავრიელად ზღაპრულად,
ზამთრის ფაფუკი
ფრთებით,
გადაბამბულა მინდვრები,
გადაბამბულა მთები
თოკო - მოსდევს
თოვლსა და ახალ წელს
არდადეგები ზამთრის,
თოვლს ახლა
სახლში რა გაძლებს,
მესამე დღეა
ბარდნის.
თეკლა- რაო, არდადეგებიო, ეს რა მესმის?!
გიო - რა კარგია,
დავისვენებთ და აღარ ვიმეცადინებთ
თოკო - თანაც შობა-ახალ წელსაც
ვიზეიმებთ
გიო - შობა გათენებულაო
თოკო - ქრისტე დაბადებულაო
თეკლა- ქვაბსა ბეთლემისასაო
ერთად- ალილო
- ვაზებიან
გზას,
მტევნებიან ველს,-
მრავალ ახალ წელს!
მრავალ ახალ წელს!
მშვიდობა და მზე მაშ, მშვენიერ
ცას
თქვენს მარჯვენა
ხელს, და ქვეყანას
ვრცელს,
უნათებდეს რთველს, ვუსურვებდეთ კვლავ
მრავალ ახალ წელს! მრავალ ახალ
წელს!
-გილოცავთ, გილოცავთ ნაძვის ხეს ,
ნატვრის ხეს
ამ ლამაზ
დღეს, თეთრ შუქს რომ გვფენს,
დათოვლილ მინდორს
და უამრავ კეთილ თვალს,
გარინდულ ტყეს, უთვალავ ფერს
გილოცავთ თქვენსავით
ნათელს და წრფელს,
ამ ახალ სიხარულს,
ამ ახალ წელს!
-გილოცავთ, გილოცავთ
ამ ლამაზ დღეს,
დათოვლილ მინდორს
და
გარინდულ ტყეს,
ნაძვის ხეს, ნატვრის ხეს , გილოცავთ თქვენსავით
თეთრ შუქს რომ გვფენს. ნათელს და წრფელს,
უამრავ კეთილ
თვალს , ამ ახალ
სიხარულს,
უთვალავ ფერს. ამ ახალ წელს!
სიმღერა: თხილი,
ვაშლი, ჩურჩხელა
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი
წლის დილას!
მისამღ. დელასა, დელასა,
დელი ოდელიასა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის
დილას.
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დაგვიბერდით ტკბილად,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის
დილას.
მისამღ.
Комментариев нет:
Отправить комментарий