понедельник, 6 июля 2015 г.

დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი




დედის  დღე  და  გაზაფხული  ერთად  მოგვილოცნია




-გავაცილეთ ზამთარი და აი, როგორც იქნა დადგა წელიწადის ულამაზესი დრო -გაზაფხული
- მოვიდა ზამთარი და მოიტანა სითბო, სილამაზე.
-დედაბუნებას ძარღვებში გაყინული სითბო აუჩქეფდა და იფეთქეს კვირტებმა.
- დამზრალ ტოტებს შემოასკდათ გულზე ყვავილი
- გაზაფხული წელიწადის  4 დროს შორის  ერთ-ერთი უმშვენიერესი დროა
- მარტის თვეში აღინიშნება დედის დღე, ქალთა დღე, რომელსაც ჩვენ, ქალბატონები, დიდი სიხარულით ველოდებით
- გაზაფხულის ყვავილები
მსურს შევკონო ერთად,
მსურს შევკონო და მოგიძღვნა,
საყვარელო ,დედა!

გაზაფხულდა, შენს თვალებშიც
გაზაფხული ბრწყინავს,
კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს,
დედავ, მარტის დილა!

-ქართველისათვის დედა მარტო მშობელი არ არის
- ქართველი ღვიძლს ენას ,,დედაენას“ ეძახის, უფროს ქალაქს ,,დედაქალაქს“, მკვიდრს და დიდ ბოძს სახლისას  ,,დედაბოძს“.

- დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ ,,დედაენას“
დედის ძალა დედამ მისცა.
    

 დედა უძღვის წინ ყველაფერს
  ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს ,
  რადგან ძალა დედამ მისცა
 დედა იცავს  დედამიწას.

-დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო, ასე იტყოდნენ ჩვენთან ძველად.
- დედა ეს სიტყვა ყველაფერს უდრის: სითბოს , სიხარულს, სიყვარულს, მზეს.
- დედამ მოგვავლინა ამ ქვეყნად და გვაჩუქა ყველაზე ძვირფასი  , რაც გაგვაჩნია- სიცოცხლე
- დედობა ჯილდოდ უბოძებია უფალს
-დედაზე კარგად ვერავინ გაგიგებს, რომ შეეძლოს ჩვენ სატარებელს საკუთარ  მხრებზე დაიდგამს

- დედის ლურჯი კაბა
იის ნაცვამია...
დედას ყელზე მძივად
ოფლის მარცვალი აქვს.

სულ საქმე აქვს დედას:
ეზო, სახლი, ბალღი,
იქით საქონელი,
აქეთ- ყანა, ბაღი.

ცალკე ჩვენ ვღლით დედას,
სამსახური ცალკე,
მაგრამ დედას მაინც
დაღლა ვერას აკლებს.


გემრიელს და გულუხვს,
ქათქათას და სუფთას,
ჩიტის რძეს არ აკლებს
დედა გაშლილ სუფრას.

დედამ გამოგვიცხო
სახლში ნამცხვარია,
ქალთა დღეა, მაგრამ
დედას არ სცალია.

-დედა, შენი ამაგი
ძნელი მოსახდელია,
ჩემზე ფიქრში მრავალჯერ
ღამე გაგთენებია.

როცა ავად გავმხდარვარ
თვალზე ცრემლი გდენია,
როცა მხიარული ვარ
პირზე ღიმი გფენია.

-დედა, მიმღერე, კიდევ ერთხელ მიმღერე ნანა,
შენ თბილ ხელისგულს შემოევლოს მთელი ქვეყანა,
დამაფრთიანე, დამაპურე, ძუძუ მაწოვე,
ყველა შენს ამაგს გადავიხდი,ცოტა მადროვე



სიმღერა:
-განა ტყუილად დამარქვეს
დედის გულის ვარდი.
ჩემს დედაზე კარგი
ქვეყნად არვინ დადის.
მის: მეფერება დედიკო,
        გულში მიკრავს თბილად,
        მუდამ ჩემთან არის
        ღამეა თუ დილა

თავს დაგვნათის ლურჯი ცა,
ყვავილს გვიფენს მიწა,
დედა ჩემთან არის,
დედა ყველგან მიცავს.

ერთად:
-ია-ია დაგიკრიფეთ,
ლურჯთვალა და კოპწია,
დედის დღე და გაზაფხული
ერთად მოგვილოცნია

(მიართმევენ დედებს, მასწავლებლებს იებს, ენძელებს)






1 комментарий: